მიხეილ სარჯველაძე - „ლელოსთვის“ პრიორიტეტულია პროცესის დაზიანება და მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესის გატარება, თუნდაც, ამას ეწირებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინტერესი
მიხეილ სარჯველაძე - „ლელოსთვის“ პრიორიტეტულია პროცესის დაზიანება და მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესის გატარება, თუნდაც, ამას ეწირებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინტერესი

„ლელოსთვის“ პრიორიტეტულია პროცესის დაზიანება და მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესის გატარება, თუნდაც ამას ეწირებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინტერესი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ბოლო პერიოდში ეს არის სანიმუშო დესტრუქციული დამოკიდებულება. თუ რაიმე სათქმელი და გეგმა აქვთ, ხელი რამ შეუშალათ, რომ შეხვედრაზე მოსულიყვნენ და აქ ესაუბრათ? ნათელია, რომ „ლელოსთვისაც“ პრიორიტეტულია პროცესის დაზიანება და მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესის გატარება, თუნდაც ამას ეწირებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინტერესი. სამწუხაროდ, ასეთია მათი დამოკიდებულება.

რაც შეეხება შეხვედრას, ამ ფორმატმა გაამართლა, რადგან შეხვედრა შედგა და შესაძლებლობა გაჩნდა, ყველამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. თუ ვინმე იდეებს მოისაკლისებს, საკუთარ თავს დაუსვან კითხვა. მიუხედავად იმისა, ვის რამდენად ეხალისებოდა დილის ასე დაწყება, ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ ყველა, ვისაც პროცესში ჩართულობა უნდა, ჩაერთოს და თავისი წვლილი შეიტანოს რეკომენდაციების შესრულებაში“, – აღნიშნა სარჯველაძემ.