მიხეილ სარჯველაძე - ხელისუფლებამ რელევანტური გადაწყვეტილებები მიიღო, რომ არცერთ ავანტიურისტს არ მისცემოდა შესაძლებლობა, სათავისოდ გამოეყენებინა თუნდაც გულწრფელი პროტესტი
მიხეილ სარჯველაძე - ხელისუფლებამ რელევანტური გადაწყვეტილებები მიიღო, რომ არცერთ ავანტიურისტს არ მისცემოდა შესაძლებლობა, სათავისოდ გამოეყენებინა თუნდაც გულწრფელი პროტესტი

ხელისუფლებამ რელევანტური გადაწყვეტილებები მიიღო საიმისოდ, რომ არცერთ ავანტიურისტს არ მისცემოდა შესაძლებლობა, სათავისოდ გამოეყენებინათ თუნდაც გულწრფელი პროტესტი, რომელიც ცალკეულ ადამიანებს ჰქონდათ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითიც „ხალხის ძალის“ კანონის გაწვევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა.

მისივე თქმით, ბევრი მოსურნე აღმოჩნდა, საქართველოში რაღაც ფორმით აგორებულიყო ისეთი პროცესები, რომლებსაც საქართველოს უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანა შეეძლო.

„ყველგან გამოჩნდა საფრთხეები, რამაც გვაფიქრებინა გადაწყვეტილების მიღება კანონპროექტის გაწვევის თაობაზე. პასუხისმგებლობით ყოფნა ყველას მართებს, მაგრამ არიან ძალები, რომელთაც ეს არ სურთ და შეიძლება, უფრო დრამატული სცენარების განვითარება სურდეთ. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, ეს დაფარული რჩებოდეს, ზოგიერთ შემთხვევაში – საზოგადოებამ დაინახა, რადგან მომდევნო დღეებში პოლიტიკოსებმა გააკეთეს განცხადებები, რომ რევოლუციური სცენარების განვითარების სურვილი ჰქონდათ და ადამიანები გამოიყენებდნენ თუ არა „ორი ტრუპის“ პარადიგმას, ეს საზოგადოებამ განსაჯოს. რეალურად, საფრთხეები არსებობდა და რელევანტური რეაგირება იყო აუცილებელი. ხელისუფლებამ რელევანტური გადაწყვეტილებები მიიღო საიმისოდ, რომ არცერთ ავანტიურისტს არ მისცემოდა შესაძლებლობა, სათავისოდ გამოეყენებინათ თუნდაც გულწრფელი პროტესტი, რომელიც ცალკეულ ადამიანებს ჰქონდათ. შესაბამისად, პრემიერის შეფასება და ქმედება ადეკვატური იყო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.