მიხეილ სარჯველაძე - კანონპროექტთან დაკავშირებით არავის უარყოფითი პოზიცია არ გამოუმჟაღვნებია, საუბარი იყო სასამართლო სისტემაში სხვა ცვლილებების საჭიროებაზეც
კანონპროექტთან დაკავშირებით არავის უარყოფითი პოზიცია არ გამოუმჟაღვნებია, იყო საუბარი, რომ სასამართლო სისტემაში დიდია გამოწვევები და სხვა ცვლილებების საჭიროებაც არსებობდა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ვინმეს ცვლილებებთან დაკავშირებით სურვილი ექნება, რომ საკითხი კიდევ ერთხელ გახდეს შეფასებისა და მსჯელობის საგანი, დამატებით იმსჯელებენ.
„ალბათ გახსოვთ, რატომ იყო გადაწყვეტილება კანონის დაჩქარებული წესით მიღებაზე. ეს რომ არ ყოფილიყო გაკეთებული, შეიძლება, საფუძვლიანი პრეტენზია ყოფილიყო იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა მიმდინარე პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენს და რაღა აზრი ჰქონდა კანონის მიღებასო. შეიძლება ასეთი მოტივაცია გაჩენილიყო, ამიტომ ის, რაც მიიჩნეოდა, რომ უკეთესი სტანდარტია, ეს რომ სწრაფად არ გაკეთებულიყო, უარესი იქნებოდა. შესაბამისად, ეს გაკეთდა სწრაფად, თუ ვინმეს ამასთან დაკავშირებით ექნება სურვილი, რომ საკითხი კიდევ ერთხელ გახდეს შეფასებისა და მსჯელობის საგანი, ამის ხელშემშლელი არასდროს ვიქნებით, ვიმსჯელოთ კიდევ დამატებით. თუმცა, კანონპროექტთან დაკავშირებით არავის უარყოფითი პოზიცია არ გამოუმჟაღვნებია, იყო საუბარი, რომ სასამართლო სისტემაში დიდია გამოწვევები და სხვა ცვლილებების საჭიროებაც არსებობდა, თორე, ამ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ მე არგუმენტები არ მომისმენია. ალბათ, ეს არის პოზიცია, რომლის გატარების სურვილი აქვს ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურას, რომ ეს (დაფინანსებასთან დაკავშირებული) მექანიზმი იყოს გამოყენებული, რომ გარკვეული პროცესების წარმართვის სტიმულირებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვა არის საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობა.