მიხეილ სარჯველაძე - იმედი მაქვს, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით აქტიური, სიღრმისეული დისკუსია და შემდეგ კონკრეტული კანონპროექტი გვექნება
მიხეილ სარჯველაძე - იმედი მაქვს, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით აქტიური, სიღრმისეული დისკუსია და შემდეგ კონკრეტული კანონპროექტი გვექნება

იმედი მაქვს, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით აქტიური, სიღრმისეული დისკუსია და შემდეგ კონკრეტული კანონპროექტი გვექნება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია.

„საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს არა მხოლოდ ინტერესი, არამედ კონკრეტული შეხედულებები ამ საკითხების ირგვლივ. ეს საზოგადოებას აწუხებს და, ბუნებრივია, ამ თემებზე საუბრის, დისკუსიის გახსნა და ამ საკითხის რეგულირება უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა. არის საკითხები, რომლებიც პირადად ჩემთვის, მაგალითად, უკავშირდება არასრულწლოვანებთან მიმართებით კანონის მოქმედებას. ასევე ბევრი სხვა საკითხია, რომელზეც იმედი მაქვს, აქტიური, სიღრმისეული დისკუსია გვექნება და ამის შემდეგ გვექნება კონკრეტული კანონპროექტი, რომელიც დაარეგულირებს საკითხებს, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.