მიხეილ სარჯველაძე - იმ ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება, რომლებმაც ხმა არ მისცეს საარჩევნო რეფორმას, გაუმართლებელი, არასწორი და ლოგიკურად არათანამიმდევრულია
მიხეილ სარჯველაძე - იმ ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება, რომლებმაც ხმა არ მისცეს საარჩევნო რეფორმას, გაუმართლებელი, არასწორი და ლოგიკურად არათანამიმდევრულია

უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განხორციელდა იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელზეც საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ხედავდნენ ცვლილებების საჭიროებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ის რეფორმა, რომელიც ყველა შემთხვევაში განაპირობებს არჩევნების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულქმნას.

„ასეთ ფონზე, იმ ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება, რომლებმაც ხმა არ მისცეს ამ გადაწყვეტილებას, გაუმართლებელი, არასწორი და ლოგიკურად არათანამიმდევრულია. განსაკუთრებით, ეს მინდა ვთქვა „ლელოს“ შემთხვევაში, რადგან ისინი არიან ხელმომწერი შეთანხმებისა და მათ უნდა გამოეჩინათ ერთგულება იმ პრინციპების მიმართ, რაც ასახულია მიშელის დოკუმენტში. არგუმენტები რაც ითქვა, არ არის საკმარისად არგუმენტირებული და არ არის ისეთი არგუმენტი, რომლის გამოც შეიძლება გამართლება მათგან ამ ამბიციური კანონპროექტის მხარდაჭერისგან თავის შეკავების“, – განაცხადა სარჯველაძემ.