მიხეილ სარჯველაძე - „გირჩს“ „თავდაცვის კოდექსის“ საწინააღმდეგოდ არგუმენტი არ აქვს, ისინი ებრძვიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს, რასაც მონობად ნათლავენ
მიხეილ სარჯველაძე - „გირჩს“ „თავდაცვის კოდექსის“ საწინააღმდეგოდ არგუმენტი არ აქვს, ისინი ებრძვიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს, რასაც მონობად ნათლავენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეალურად, „გირჩს“ „თავდაცვის კოდექსის“ საწინააღმდეგოდ არგუმენტი არ აქვს.

სარჯველაძის თქმით, ისინი ებრძვიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს და ამას მონობად ნათლავენ.

„რეალურად სათქმელი არაფერი აქვთ, რამდენიმე არასწორი, მცდარი და არცთუ ისე კორექტული განცხადებების მიღმა, „გირჩს“ „თავდაცვის კოდექსის“ საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი არ აქვს. გასაგებია, რომ აწყობილი ჰქონდათ მერკანტილური სქემა და ხედავენ რისკებს, რომ მოისპოს. მათი წინააღმდეგობა ამით აიხსნება, რადგან ამის მიღმა არანაირი არგუმენტი არ მოგვისმენია. ისინი ებრძვიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს, ამას ნათლავენ, როგორც მონობას. მთავარი კითხვა, რომელიც ამხელს მათ მცდელობას, არის, არაერთ განვითარებულ სახელმწიფოს რატომ აქვს იგივე სისტემა, რომელსაც „გირჩი“ მონობას უწოდებს? ცვლილებების მთავარი არსია, რომ თავდაცვის სისტმას ნატო-ს სტანდარტებთან მეტად დაახლოებს. ამ ამოცანას კანონპროექტი კარგად ართმევს თავს და ის იქნება მიღებული“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს.