მიხეილ სარჯველაძე - 2024 წელს დაახლოებით 3 400-მა ოჯახმა მიიღო ახალი ბინა, განსახლების პროგრამა ინტენსიურად გაგრძელდება და 2025 წლის განმავლობაში საცხოვრებელს 4 000-მდე ოჯახი მიიღებს
მიხეილ სარჯველაძე - 2024 წელს დაახლოებით 3 400-მა ოჯახმა მიიღო ახალი ბინა, განსახლების პროგრამა ინტენსიურად გაგრძელდება და 2025 წლის განმავლობაში საცხოვრებელს 4 000-მდე ოჯახი მიიღებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წელს საცხოვრებელი ფართით დაახლოებით 3 400 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. მათ შორის, 2 000 დევნილ ოჯახს ახალაშენებული ბინა გადაეცა, ხოლო 1 400-მდე ოჯახისთვის სახელმწიფომ სახლი პროექტ „სოფლად სახლის“ ფარგლებში შეიძინა.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, განსახლების პროგრამით 2025 წელს ბინას 4 000-მდე ოჯახი მიიღებს.

„გასული წლის განმავლობაში დაახლოებით 3 400-მა ოჯახმა მიიღო ახალი ბინა. მათგან დაახლოებით 2 000 დევნილ ოჯახს გადაეცა ახალაშენებული ბინები, ხოლო 1 400 ოჯახს – სახლი, რომელიც შეძენილი იქნა „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, თითოეულ დევნილ ოჯახს მივულოცო. მათ ექნებათ შესაძლებლობა, წელს ახალი წელი ოჯახის წევრებს საკუთარ სახლებში მიულოცონ. აქვე, მინდა, მათ ვუსურვო, რომ ძალიან მალე, მათთვის ეს შესაძლებლობა გაჩენილიყოს მშობლიურ მიწა-წყალზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა აღდგება საქართველოში, განსახლების პროგრამა ინტენსიურად გაგრძელდება და 2025 წლის განმავლობაში საცხოვრებელს დაახლოებით 4 000 ოჯახი მიიღებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.