მიხეილ სარჯველაძე - გარკვეული მოსაზრებები საკმარისი არ არის დასკვნისთვის, რომ ნიკა მელიას პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს საქმე
მიხეილ სარჯველაძე - გარკვეული მოსაზრებები საკმარისი არ არის დასკვნისთვის, რომ ნიკა მელიას პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს საქმე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის საკმარისი საფუძველი არ არსებობს დასკვნისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით საქმე პოლიტიკურ დევნას ეხება.

„ვფიქრობ, ის მოსაზრებები, რომელიც ამასთან დაკავშირებით გამოითქვა, ამ წუთისთვის ნამდვილად არ არის საკამარისი ისეთი დასკვნების გასაკეთებლად, რომ პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს საქმე. ამასთან დაკავშირებით განხილვები იქნება, რომელსაც ინტერესით მივადევნებ თვალყურს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.