მიხეილ სარჯველაძე - განა, რა მოხდა ისეთი, რამაც შეაცვლევინა პოზიცია პრეზიდენტს, როდესაც ადრე თვლიდა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას განხილვის ღირსად და ახლა აღარ თვლის
განა, რა მოხდა ისეთი, რამაც შეაცვლევინა პოზიცია პრეზიდენტს, როდესაც ადრე თვლიდა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას განხილვის ღირსად და ახლა აღარ თვლის, – განაცხადა ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის შესახებ საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურების წარდგენასთანდაკავშირებით.
„იმდენად უცნაური ინფორმაციაა, რომ მე ყველას ვურჩევდი, გადავამოწოთ კიდევ ერთხელ რაიმე შეცდომა არ იყოს, რადგან არ მგონია, თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურის სახით განხილვას არ იმსახურებდა ბატონი კალანდარიშვილი, რომელიც მოქმედია. ამიტომ, არ ვიცი, მართლა ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა; კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ ფონზე, როდესაც წინა ჯერზე როგორი იყო გადაწყვეტილებები, მათ შორის, სხვათა შორის, პრეზიდენტის და ამის შემდეგ, მთელი ეს განვლილი პერიოდი, რომელიც ამ კაცმა იმუშავა თანამდებობაზე; არ ვიცი, განა, რა მოხდა ისეთი, რამაც შეაცვლევინა პოზიცია პრეზიდენტს. როდესაც ადრე თვლიდა კანდიდატურის განხილვის ღირსად და ახლა აღარ თვლის. არ ვიცი, რამ შეცვალა მისი პოზიცია, საინტერესოა. ვარაუდები და ვერსიები ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეიძლება, ბევრი გქონდეს, მაგრამ, ალბათ, წინასწარ მათი გამოცხადება არ ღირს. ძალიან საინტერესო კი არის, რამ შეცვალა პრეზიდენტის ხედვა ამ საკითხის ირგვლივ. მართლა საინტერესო იქნება ამაზე ინფორმაციის მოსმენა და ვაითუ შეცდომაა, საერთოდ რაიმე მექანიკური-მეთქი, იმასაც ვფიქრობ, რომ მართლა უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი – ორჯერ კანდიდატურა წარმოადგინა, დაეთანხმა ამ კანდიდატურას და განა რა მოხდა ამ პერიოდში ისეთი, რამაც შეიძლება, აზრი შეაცვლევინოს. ალბათ, უნდა აიხსნას და თვითონ გასცეს ამ საკითხებზე პასუხი. არ მგონია, ამ შემთხვევაში, წინასწარ დავაბრალოთ პრეზიდენტს, რომ აყოლილია ოპოზიციას და ამ შემთხვევაში, დესტრუქციული როლის თამაშის თამაშს აპირებსო; არ მგონია, რომ ამის დაბრალებისთვის მიზეზი გვქონდეს ამწუთას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.