მიხეილ სარჯველაძე გამოდის ინიციატივით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით, კომიტეტის ფარგლებში კონკრეტული აქტივობები დაიწყონ და ოპოზიციას ჩართულობისკენ მოუწოდებს
მიხეილ სარჯველაძე გამოდის ინიციატივით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით, კომიტეტის ფარგლებში კონკრეტული აქტივობები დაიწყონ და ოპოზიციას ჩართულობისკენ მოუწოდებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გამოდის ინიციატივით, სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის მონიტორინგის მიზნით, კომიტეტის ფარგლებში კონკრეტული აქტივობები დაიწყონ. სარჯველაძე ოპოზიციას ჩართულობისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციონერი დეპუტატები კონკრეტული საკითხებით საგნობრივად დაინტერესდნენ და კეთილსინდისიერები იყვნენ.

„ჩვენი კომიტეტის ფარგლებში ვიწყებთ კონკრეტულ აქტივობებს, ანა ნაცვლიშვილისგანაც იყო სურვილი. შესაბამისად, გავაკეთებთ, რომ იმავე ჯანმრთელობისა და სტანდარტის დაცვის თვალსაზრისით გვქონდეს გარკვეული მონიტორინგი. მონიტორინგი დავარქვათ თუ რაც გნებავთ, ის დავარქვათ, იქნება რეალური ნაბიჯები. თუ სურვილი გაქვთ კონკრეტული საკითხების გარკვევაზე, შეგვიძლია ამაზეც მუშაობა. გნებავთ, თქვენც ჩაერთეთ, ქალბატონო ხათუნა, ბატონო იაგო. მთავარი ამოცანა გვექნება საკუთარი მანდატის წინაშე, ვიყოთ კეთილსინდისიერი. ეს აუცილებელია, რომ ყველა ვიყოთ რეალურად სწორად ინფორმირებული და საგნობრივად დავინტერესდეთ, კონკრეტულად რა სახის საჭიროებებია, რამდენად აუცილებელია, თორემ როდესაც ასე, პრაქტიკულად იდეაფიქსის დონემდეა დაყვანილი, რომ კერძო კლინიკაში და არა საჯარო კლინიკაში, ამას უბრალოდ აზრი არ აქვს. იმიტომ ეკარგება აზრი და ფრუსტრაციაც ძალიან მაღალია საზოგადოების მხრიდან, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით. ამითვეა განპირობებული, რომ საზოგადოებას მათ შორის ოპოზიციური აქციების ინტერესიც დაკარგული აქვს. ყველაფრის მიმართ უცივდება გრძნობა. ამიტომ საზოგადოებას უნდა ველაპარაკოთ სწორი ფაქტებით და არგუმენტებით, სხვანაირად უბრალოდ წინ ვერ წავალთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.