მიხეილ სარჯველაძე - გაიზარდა პირთა წრე, რომელთაც ამნისტია სხვადასხვა ფორმით შეეხებათ, მათ შორის პატიმართა რიცხვი 1 500-ს გადააჭარბებს 
მიხეილ სარჯველაძე - გაიზარდა პირთა წრე, რომელთაც ამნისტია სხვადასხვა ფორმით შეეხებათ, მათ შორის პატიმართა რიცხვი 1 500-ს გადააჭარბებს 

იმ სახით, რა სახითაც ჩამოყალიბდა საბოლოოდ ამნისტია, გაიზარდა პირთა წრე, რომელთაც შეეხებათ ეს ამნისტია სხვადასხვა ფორმით. მათ შორის, პატიმართა რიცხვი გადააჭარბებს ალბათ 1 500-ს, უბრალოდ ზუსტი რიცხვის პროგნოზირება ჭირს, რადგან გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილებაზე იქნება ეს დამოკიდებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც მას პარლამენტის თავმჯდომარემ სთხოვა, განემარტა რამდენ პირს შეეხებოდა ამნისტია.

„თუ შეიძლება საზოგადოებას განუმარტოთ კიდევ ერთხელ რამდენ ადამიანს ეხება ეს ამნისტია და როდის შეძლებენ ის პირები, ვისაც გათავისუფლება ეხება რეალურად, რომ დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ასევე, თითქმის, 10 000-მდე გაიზრდება რიცხვი იმ ადამიანებისა, ვინც პრობაციის რეჟიმში მიიღებენ შეღავათს.

„იმ სახით, რა სახითაც ჩამოყალიბდა საბოლოოდ ამნისტია, გაიზარდა პირთა წრე, რომელთაც შეეხებათ ეს ამნისტია სხვადასხვა ფორმით. მათ შორის, პატიმართა რიცხვი გადააჭარბებს ალბათ 1 500-ს, უბრალოდ ზუსტი რიცხვის პროგნოზირება ჭირს, რადგან გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილებაზე იქნება ეს დამოკიდებული. თითქმის, 10 000-მდე გაიზრდება რიცხვი იმ ადამიანებისა, ვინც პრობაციის რეჟიმში მიიღებენ შეღავათს და მათზე გავრცელდება ამნისტია, უშუალოდ სასჯელის მოხდის პირობებში. არიან ასევე პირები, რომელთაც, მაგალითად ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს აღუდგებათ, მაგალითად, უფლებები და ასეთთა რიცხვი კიდევ უფრო დიდი იქნება. რაც შეეხება 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებულ სისხლის სამართლის ჯარიმებს, ამასთან მიმართებაში დაახლოებით ოთხი ათასს გადააჭარბებს რიცხვი ადამიანებისა, ვისაც ეს ამნისტია ასევე შეეხება. ასეთია მოსალოდნელი სტატისტიკა. პრობაციის რეჟიმში მყოფ თითქმის 10 ათას ადამიანს შეეხება ეს ამნისტია“, – აღნიშნა სარჯველაძემ.