მიხეილ სარჯველაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაზე - სწორი მიდგომაა, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და მისთვის დაკისრებული ფუნქცია განახორციელოს
მიხეილ სარჯველაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაზე - სწორი მიდგომაა, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და მისთვის დაკისრებული ფუნქცია განახორციელოს

სწორი მიდგომაა, რომ ოპოზიცია ყველა შემთხვევაში უნდა შევიდეს პარლამენტში და მისთვის დაკისრებული მოვალეობა, ფუნქცია განახორციელოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

სარჯველაძის თქმით, რაც მთავარია, ეს არის მათი ამომრჩევლის დაკვეთა.

მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შესვლა და საქმიანობის იქ გაგრძელება უალტერნატივოა.

„ეს ესაჭიროება არა ვინმეს ზოგადად, არამედ ქვეყანას, საზოგადოებას. შევთანხმდეთ, რომ ერთპარტიული პარლამენტი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს არჩევნების შედეგი, რომელიც გულისხმობს ცხრა პარტიის შემადგენლობით პარლამენტის არსებობას. ვიტყოდი, რომ უპრეცედენტოდ მაღალია წარმომადგენლობა საზოგადოებაში არსებული შეხედულებების.

ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის კარგი შესაძლებლობა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მგონია, რომ ცუდი მოცემულობა იქნება, თუ პარლამენტში არ იმუშავებენ ის ოპოზიციური დეპუტატები, რომლებსაც მანდატები ექნებათ მინიჭებული. იმ ადამიანების ფუნქცია, ვისაც ქართველმა ხალხა მანდატები მიანიჭა, არის ის, რომ კონკრეტულ კანონპროექტებზე წარმოადგინონ პოზიციები, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.