მიხეილ სარჯველაძე – დიუშენის სინდრომის სამკურნალო ორი ახალი პრეპარატის, „ჯივინოსტატისა“ და „ვამოროლონის“ დანერგვა მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის

13:02, 07.10.2026

„ვამოროლონთან“ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი ეგზემპლარების გაცვლა, რის შემდეგაც ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა, რათა მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდეს პაციენტებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ჯივინოსტატისა“ და „ვამოროლონის“ დანერგვა მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის.

„მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ დასრულდა მოლაპარაკებები დიუშენის კუნთოვანი ატროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის კიდევ ერთი მედიკამენტზე. მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. ორი ინოვაციური მედიკამენტი – „ჯივინოსტატი“ და „ვამოროლონი“. ადრე გაკეთდა განცხადება, რომ „ჯივინოსტატის“ შეძენა დასრულებული იყო და „ვამოროლონთან“ მოლაპარაკება ბოლომდე იყო მისაყვანი. საბედნიეროდ, ეს მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი ეგზემპლარების გაცვლა, რის შემდეგაც ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა, რათა მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდეს პაციენტებისთვის. ვისარგებლებ შესაძლებლობით და აუცილებლად ხაზს გავუსვამ პრემიერ-მინისტრის პირად როლს ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

დღეს ასევე ხაზი გაესვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს, გენეტიკური დაავადება ცისტური ფიბროზის სამკურნალო პრეპარატი იქნა შეძენილი გასულ პერიოდში.  ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მათ ოჯახის წევრებისთვის. ესეც არის ერთ-ერთი ძალიან ვერაგი და მძიმე დაავადება, რომელსაც სჭირდება თანამედროვე, ინოვაციური მედიკამენტის შეძენა.

დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული ლოგისტიკური საკითხების დარეგულირებასთან დაკავშირებით, კერძოდ ვინ განახორციელებს უშუალოდ მედიკამენტის მიწოდებას, რა პროცედურებით განხორციელდება. სჭირდებოდა ამას მთავრობის დადგენილების მეშვეობით დარეგულირება, რომლის საფუძველზეც შემდგომი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დეტალურად იქნება განსაზღვრული ყველა პროცედურა. მათ შორის, შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მომზადება, უშუალოდ მედიკამენტის დანიშვნის, მისი გამოყენების პრაქტიკაზე თვალყურის დევნება, მისი ეფექტიანობის გაზომვა და ა.შ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით შემდგომში მუშაობას, რათა მედიკამენტის გამოყენება მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს თითოეული პაციენტისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი