მიხეილ სარჯველაძე - დიდი ხანია, ვვარაუდობთ, რომ მოლაპარაკების შედეგიანად წარმართვა რიგი პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში არ შედის
მიხეილ სარჯველაძე - დიდი ხანია, ვვარაუდობთ, რომ მოლაპარაკების შედეგიანად წარმართვა რიგი პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში არ შედის

სრული მზადყოფნა გვაქვს, ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება იყოს განსახილველი მოლაპარაკების პროცესში, მაქსიმალურად შევაჯეროთ და შედეგიან მოლაპარაკებაზე ვისაუბროთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კვლავ იკვეთება საფუძველი ვარაუდისა, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს შესაძლოა, მოლაპარაკებასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული განწყობა ჰქონდეს და მათ შორის დესტრუქციულად  მოქმედებდნენ.

„მნიშვნელოვანია, ოპოზიციისგან იყოს მზადყოფნა, რადგან, ვფიქრობ, სხვა შემთხვევაში მოლაპარაკება გართულდება. როცა ადამიანს არ სურს მოლაპარაკებაში მონაწილეობა, ის ყოველთვის შეძლებს, იპოვოს მიზეზი, რომ მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიიღოს.

მათ შორის, ესეც უნდა განვიხილოთ, რომ თუნდაც იმ საშუალებით, რომელსაც ჰქვია აუდიოჩანაწერის გავრცელება გარკვეული ინსინუაციებისთვის, ხელოვნურად მიზეზების შექმნა შეიძლება გამიზნული იყოს იმისთვის, რომ რეალურად მოლაპარაკება არ შედგეს, არ იყოს შედეგიანი. ეს არის ის, რასაც დიდი ხანია, ვვარაუდობთ, რომ მოლაპარაკების შედეგიანად წარმართვა არ შედის რიგი პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.