მიხეილ სარჯველაძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა
მიხეილ სარჯველაძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა.

მიხეილ სარჯველაძემ, ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან ერთად, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერა და თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მინისტრმა თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ სარჯველაძემ როგორც პრევენციის, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფუნქციებსა და მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.