მიხეილ სარჯველაძე - ათ დღეში სააკაშვილის გათავისუფლება ჰიპოთეტურადაც წარმოუდგენელია
მიხეილ სარჯველაძე - ათ დღეში სააკაშვილის გათავისუფლება ჰიპოთეტურადაც წარმოუდგენელია

მიხეილ სააკაშვილს აშკარად არასწორი განწყობა და შეხედულებები აქვს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ათ დღეში სააკაშვილის გათავისუფლება წარმოუდგენელია.

„მისი მოწოდება ციხიდან გათავისუფლებაზე და შემდეგ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე მორიგი შეცდომაა. როცა ვარაუდობს, რომ საქართველოში ინსტიტუციურად ქვეყანა იმდენად განუვითარებელია, როგორც 2012 წელს დატოვა, ასეთი მდგომარეობა არ არის და კიდევ ერთ შეცდომას უშვებს, აქვს მცდარი გათვლა. ამაზე ბევრი საუბარი არ ღირს, რადგან მისი ათ დღეში გათავისუფლება ჰიპოთეტურადაც წარმოუდგენელია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ციხიდან მისი დახსნის პირობებში, მაქსიმუმ 10 დღეში მიაღწევს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას.