მიხეილ სარჯველაძე - აშკარად გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რეალურად არ არსებობს გზა, ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანის გარდა
ვიხილეთ დამადასტურებელი ფაქტი, როდესაც ოპოზიციის მხრიდან ითქვა, რომ მათი ერთადერთი კომპრომისი იყო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
კითხვაზე, ვინ არის ხისტი მოლაპარაკებების პროცესში და ვის არ უნდა მოლაპარაკება, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ასეთი „ნაციონალური მოძრაობაა“.
„ყოველთვის არსებობს ეჭვები იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობისას მათი განწყობა რეალური შედეგის მიღწევა არ არის, მხოლოდ ფასადის შექმნაა, თითქოსდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ და თითქოს ორიენტირებული არიან რეზულტატზე, მაგრამ აშკარად გამოჩნდა, რომ მათთვის რეალურად არ არსებობს გზა, ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანის გარდა, ეს არის პრობლემატური. ვინ არიან? დასახელდა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის რეალობა, რომელიც გაცხადდა. სამწუხაროდ, ვიხილეთ იმის დამადასტურებელი ფაქტი, როცა მათი მხრიდან ითქვა, რომ მათი ერთადერთი კომპრომისი იყო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.