მიხეილ სარჯველაძე - არსებულ შეკითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატების გამოყენებით
მიხეილ სარჯველაძე - არსებულ შეკითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატების გამოყენებით

არსებულ შეკითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატების გამოყენებით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში შს მინისტრის დაბარებასთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას.

„ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ პრაიდის ჩატარების თარიღამდე იყო საუბარი პარლამენტში, თუმცა მაშინ დროისა და ტექნიკური საკითხები იყო მოსაწესრიგებელი, რაც ასეთ მოკლე ვადებში მოსწრებადი შეხვედრა არ არის. ახლა, ამ წუთას, რაც ყველაზე მეტად აქტუალურია, ეს არის სწრაფი რეაგირება იმ სამართალდარღვევებზე, აუტანელ სამართალდარღვეებზე, რაც ყველამ ვიხილეთ. შესაბამისად, ამის კვალდაკვალ არსებულ შეკითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატების გამოყენებით.

შეკითხვა იმაში თუ მდგომარეობს, ამ წუთას უნდა დავიბაროთ თუ არა, ასე არ ხდება. რეგლამენტით არის განსაზღვრული ეს წესები. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა და იმის მიხედვით, როგორი იქნება კონკრეტული საჭიროება, კონკრეტული მექანიზმის გამოყენება საპარლამენტო კონტროლისა, ეს არ დააყოვნებს და გამოყენებული იქნება სრულფასოვნად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე ბიუროს სხდომაზე გამოვიდა საგანგებო სესიის გამართვის ინიციატივით, რომელზეც პრემიერი და შს მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ.