მიხეილ სარჯველაძე - არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტის პოლიტიკურ ცენტრად მოაზრება, ყველაზე კარგად კობახიძისთვის არის გასაგები ამ მოდელის შინაარსი
მიხეილ სარჯველაძე - არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტის პოლიტიკურ ცენტრად მოაზრება, ყველაზე კარგად კობახიძისთვის არის გასაგები ამ მოდელის შინაარსი

არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ცენტრად ყოველთვის პარლამენტი მოიაზრებოდეს. ამ თვალსაზრისით, ყველაზე კარგად ირაკლი კობახიძისთვის არის გასაგები ამ მოდელის შინაარსი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კარგ შესაძლებლობას იძლევა, რომ პროცესები მეტად დაიხვეწოს.

„მთავარი პოლიტიკური ცენტრი როცა პარლამენტშია და იქ მყოფი პოლიტიკოსები შემდეგ პოზიციებს მთავრობაში იკავებენ, ეს პროცესი დამახასიათებელია ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, სადაც არჩეულია მმართველობის ფორმა, რასაც საპარლამენტო რესპუბლიკას უწოდებენ. საქართველოში ჩამოყალიბებულმა კონსტიტუციურმა წესრიგმა გაამართლა, რის დასტურადაც შეგვიძლია, ასეთი გადანაცვლება ჩავთვალოთ. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პოლიტიკურ ცენტრად ყოველთვის პარლამენტი მოიაზრებოდეს. ამ თვალსაზრისით, ყველაზე კარგად ირაკლი კობახიძისთვის არის გასაგები ამ მოდელის მთელი შინაარსი და სისტემა როგორ ფუნქციონირებს. სხვათა შორის, ეს კარგ შესაძლებლობას იძლევა, რომ პროცესები მეტად დაიხვეწოს და კალაპოტში ჩადგეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.