მიხეილ სარჯველაძე - არ შეიძლება, ვინმე დავავალდებულოთ, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს, ოპოზიციონერი დეპუტატების ამ მოწოდებებზე კითხვები გვექნება
მიხეილ სარჯველაძე - არ შეიძლება, ვინმე დავავალდებულოთ, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს, ოპოზიციონერი დეპუტატების ამ მოწოდებებზე კითხვები გვექნება

პოლიტიკაში ვინმეს მოსვლაზე ან წასვლაზე საუბრისას ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკაში მონაწილეობაზე ან არმონაწილეობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე გამოეხმაურა „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ განცხადებას, სადაც დეპოლარიზაციისკენ გადასადგმელ ნაბიჯებზეა საუბარი და მათ შორის ნათქვამია, რომ დეპოლარიზაციისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, არ შეიძლება, ვინმე დავავალდებულოთ, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს.

„არ შეიძლება, პოლიტიკური მიზანშეწონილობა სამართლებრივ აქტზე მაღლა დადგეს. სამართლებრივი პროცედურები დაცვას და პატივისცემას მოითხოვს. პოლიტიკაში ვინმეს მოსვლაზე ან წასვლაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკაში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე. შესაბამისად, არ შეიძლება, ვინმე დავავალდებულოთ, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს. გარკვეული კითხვები გვექნება ოპოზიციონერი დეპუტატების ამ მოწოდებებზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.