მიხეილ სარჯველაძე - ჩვენი ოპოზიცია მუდმივად ხალხზე აზრის მანიპულირების მცდელობით არის დაკავებული, ეს არ არის სწორი მიდგომა და ამის ნათელი დემონსტრირებაა ნიკა მელიას განცხადება
მიხეილ სარჯველაძე - ჩვენი ოპოზიცია მუდმივად ხალხზე აზრის მანიპულირების მცდელობით არის დაკავებული, ეს არ არის სწორი მიდგომა და ამის ნათელი დემონსტრირებაა ნიკა მელიას განცხადება

არ შეიძლება, ჩვენი ოპოზიცია მუდმივად დაკავებული იყოს ამ ხალხზე აზრის მანიპულირების მცდელობით, ეს არ არის სწორი მიდგომა და ამის ნათელი დემონსტრირებაა ნიკა მელიას განცხადება, რომ რაღაც სცენარით მოვლენები უნდა განვითარდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება წმინდათა წმინდა უფლებაა ერთადერთი სუბიექტის და ეს არის ხალხი, ამომრჩეველი.

„ამომრჩეველს თავისუფალ რეჟიმში არჩევანის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ნებისმიერი მცდელობა, რომ ამ პროცესზე ხელოვნურად გავლენა იქონიო, ეთერში ამის თქმის უფლებას თავის თავს რომელიმე პოლიტიკოსი რომ აძლევს, ეს სასირცხვილოა. ამომრჩევლის ნება ერთადერთ წყაროა, რითაც შეიძლება ხელისუფლებები იცვლებოდეს, ხელოვნური მანიპულირება თუ სხვა პიარხერხები კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.