მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია, მისი ავტორიტეტი და წონა ქართულ პოლიტიკაში იმ მასშტაბის იყოს, რომ პოლიტიკიდან მისმა გასვლამ რაიმე ძვრები მოახდინოს
მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია, მისი ავტორიტეტი და წონა ქართულ პოლიტიკაში იმ მასშტაბის იყოს, რომ პოლიტიკიდან მისმა გასვლამ რაიმე ძვრები მოახდინოს

არასწორ მოლოდინებს არ უნდა ვქმნიდეთ, როდესაც ქართულ პოლიტიკაზე მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზე ვსაუბრობთ. ის იმ მასშტაბისა და ზომის არ არის, რომ რაღაც დიდი გავლენის მოხდენის მოლოდინში ვიყოთ – პოლიტიკაში გინდა დარჩეს, გინდ გავიდეს, ეს ქართული პოლიტიკის სურათს თვისობრივად არ ცვლის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის განცხადებით, სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის პატიმრის მკურნალობა და მისი უფლებების აღსრულება, სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნასთან კავშირში არ არის.

„რაც შეეხება საკითხს, თუ რაზე შეიძლება ამან გავლენა მოახდინოს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეპუტაციაზე, რასაკვირველია, შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს. არ შეიძლება, განცხადება მისი პოლიტიკად გასვლის თაობაზე სასჯელის აღსრულების საკითხთან დაკავშირებით. სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის პატიმრის მკურნალობა და მისი უფლებების აღსრულება, სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნასთან კავშირში არ არის. ამის ერთმანეთთან დაკავშირება და სავაჭრო თემებად გამოყენება კატეგორიულად გამოსარიცხია. არ მგონია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია, მისი ავტორიტეტი და წონა ქართულ პოლიტიკაში იმ მასშტაბის იყოს, რომ პოლიტიკიდან მისმა გასვლამ რაიმე ძვრები მოახდინოს და პოლიტიკაზე არსებითი გავლენა იქონიოს. ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა სარჯველაძემ.