მიხეილ სარჯველაძე -  არ მგონია, „ნაციონალური მოძრაობა“ რამენაირად იცვლიდეს თავის სახეს, რეალურად, ის კვლავ დარჩება ქართული პოლიტიკის მთავარ დესტრუქციულ ძალად
მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, „ნაციონალური მოძრაობა“ რამენაირად იცვლიდეს თავის სახეს, რეალურად, ის კვლავ დარჩება ქართული პოლიტიკის მთავარ დესტრუქციულ ძალად

„ქართული ოცნების“ წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებული გარკვეული ცვლილებებისგან რაიმე განსაკუთრებულს არ უნდა ელოდოს.

როგორც სარჯველაძე აცხადებს, ალბათ, „ნაციონალური მოძრაობა“ მეტად დესტრუქციული გახდება.

„ამ საკითხზე დისკუსია საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს, ახალი და მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ამაზე მეტყველებს მელიას გადაწყვეტილებებიც და საქციელიც, როგორიც იყო მაგალითად დიდი ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერის ფონის გარეშე წარდგომა საზოგადოების წინაზე და ბევრი სხვა რამ. არ მგონია, რომ დიდი მოლოდინები უნდა გააჩინოს საზოგადოებაში ამ ცვლილებებმა. არ მგონია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამით რამენაირად იცვლიდეს თავის სახეს, რეალურად ის კვლავ დარჩება ქართული პოლიტიკის მთავარ დესტრუქციულ ძალად. ალბათ, ერთადერთი მოსალოდნელი თუ იქნება გამწვავება იმ მიმართულებით, რომ უფრო მეტად დესტრუქციული და აქტიური გახდეს საკუთარი დესტრუქციული გეგმების განხორციელებაში. სხვა მოლოდინები არც უნდა გვქონდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.