მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, განსხვავებული და თავისუფალი აზრი დამალვადი იყოს, არავის მოუმართავს, რომ რამე ფაქტების გავრცელებით აშანტაჟებენ
მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, განსხვავებული და თავისუფალი აზრი დამალვადი იყოს, არავის მოუმართავს, რომ რამე ფაქტების გავრცელებით აშანტაჟებენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში მონდომებულები არიან, რომ განსხვავებული აზრი იდევნებოდეს, რაც თავისუფალი საზოგადოების პრინციპს ეწინააღმდეგება.

ამასთან, როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტ ელისო კილაძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, მისთვის არავის მიუმართავს, რომ რამე ფაქტების გავრცელებით აშანტაჟებენ.

„ოპოზიციის რიგებში დიდი მონდომებაა, რომ განსხვავებული აზრი იდევნებოდეს და ერთ თარგზე იყოს ყველას პოზიცია მოჭრილი, რაც სწორი არ არის და ეს თავისუფალი საზოგადოების პრინციპს ეწინააღმდეგება. ეს არ არის ის მიზანი, საითკენაც უნდა მივდიოდეთ. მოსალოდნელი იყო, რომ ოპოზიციაში განსხვავებული პოზიციები იქნებოდა. არ მგონია, განსხვავებული და თავისუფალი აზრი დამალვადი იყოს, შესაბამისად, მსგავსი შეტევები დაუშვებელია. ჩემთან არავის მოუმართავს, რომ მის მიმართ რაიმე ფაქტების გავრცელებით დაშანტაჟებას აქვს ადგილი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე: „ელისო კილაძის განცხადება ხომ არ არის შანტაჟი ალეკო ელისაშვილის მიმართ“, სარჯველაძე ფიქრობს, რომ ეს არის მცდელობა, რომ განსხვავებულად მოაზროვნეს წინაღობები შეუქმნან, რაც ქვეყნის ინტერესებისა და კონსტრუქციული დიალოგისკენ არ არის მიმართული.

„შეგვიძლია, ეს ასეც გავიგოთ, მაგრამ მგონია, რომ ამ ყველაფერს არავითარი საფუძველი არ აქვს და ეს არის მცდელობა, რომ დაამუნათონ, შეაშინონ ან წინაღობები შეუქმნან განსხვავებულად მოაზროვნეს, რაც შეიძლება იმ რიტორიკაში არ ჯდებოდეს, რასაც მიმართავს ოპოზიციის ნაწილი. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და კონსტრუქციული დიალოგისკენ მიმართული“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.