მიხეილ სარჯველაძე - არ არსებობს არგუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია თქმა, რომ  პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია
მიხეილ სარჯველაძე - არ არსებობს არგუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია თქმა, რომ  პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია

ყველა თავმოყვარე პოლიტიკოსის მხრიდან მკაფიოდ უნდა იყოს დაფიქსირებული პოზიცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ოპოზიციის მიდგომა ასეთია, თუ კონსტიტუციას ჩემიანი არღვევს, ამ შემთხვევაში არაუშავს“.

„ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებმა სრულად გააშიშვლა მცდარობა პრეზიდენტის დამოკიდებულებისა და გადაწყვეტილებების. შეიძლება ითქვას, რომ არგუმენტი, ახსნა ისეთი, რომელსაც შეიძლება არგუმენტი ვუწოდოთ, პრაქტიკულად წარმოდგენილი არ ყოფილა. მოგვიანებით ირაკლი კობახიძის ხუმრობანარევმა, ძალიან მარტივმა ექსპერიმენტმა გამოაშკარავა, რომ მცდარ პოზიციაზე დგანან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ახსნან, რომ იმპიჩმენტის მიზეზი არ არსებობს და კონსტიტუცია არ დარღვეულა. ყველასთვის ნათელი და გასაგებია, რომ არსებობს სტატუსი, მაგალითად, კანონშემოქმედების პროცესი, რომელსაც პარლამენტი წარმართავს, საგარეო ურთიერთობები, რომელსაც შეიძლება, წარმართავდეს პრეზიდენტი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი უფლებამოსილების ფარგლები. გარდაუვალია, არ არსებობს არგუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც, ჩემი აზრით, შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს იმის თქმა, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა სარჯველაძემ.