მიხეილ სარჯველაძე - აქციით გამოჩნდა, რომ საზოგადოებაში არსებობს განწყობა, რომელიც მაინცდამაინც თავსებადი არ არის ოპოზიციის განცხადებებთან და ამას ანგარიში უნდა გაუწიონ
მიხეილ სარჯველაძე - აქციით გამოჩნდა, რომ საზოგადოებაში არსებობს განწყობა, რომელიც მაინცდამაინც თავსებადი არ არის ოპოზიციის განცხადებებთან და ამას ანგარიში უნდა გაუწიონ

ოპოზიცია მექანიკურად ახარისხებს მათთვის ხელსაყრელ საკითხებს დასავლურ და ანტიდასავლურ საკითხებად, რაც არასწორია. ეს ოპოზიციის ტაქტიკური ხერხია. გამოჩნდა, რომ საზოგადოებაში არის განწყობა, რომელიც მაინცდამაინც თავსებადი არ არის ოპოზიციის მიერ ხშირად გაკეთებულ განცხადებებთან და ამას ანგარიში უნდა გაუწიონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, რესპუბლიკის მოედანზე აქციის დროს გაჟღერებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით გარკვეულ ფორმატში მსჯელობა გაიმართოს.

„მოთხოვნებს რაც შეეხება, ყველაფერს აქვს თავისი წესი, ფორმა და დრო. შესაძლებელია, თითოეულ მათგანზე მსჯელობა გაიმართოს გარკვეული ფორმატით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე საკითხზე წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია გვქონდეს ან, პირიქით, უარყოფითი პოზიცია. ნუ შეეცდებით დემონიზებას მოსაზრებების, რაც აქციაზე იყო გაცხადებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.