მიხეილ სარჯველაძე - აქციების მიზანია არა მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გულშემატკივრობა, არამედ დესტაბილიზაციისთვის ამინდის შექმნა
მიხეილ სარჯველაძე - აქციების მიზანია არა მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გულშემატკივრობა, არამედ დესტაბილიზაციისთვის ამინდის შექმნა

ოპოზიციის მხრიდან აქციის გამართვის მიზეზი სწორი არ მგონია. ამის მიუხედავად, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არის კონსტიტუციით გარანტირებული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, კონტიტუციით ასევე გარანტირებულია ის, რომ ამ უფლების განხორციელებმა სხვათა უფლებები არ უნდა დაარღვიოს.

„უფლებების ჩარჩო და ზღვარი სად გადის, ამას ადგენს მოქმედი კანონი და კონსტიტუციურ სტანდარტების რომ დავრჩეთ, აუცილებელია ყველამ კანონი დაიცვას. საპოლიციო ღონისძიებები დასაშვებია კანონდარღვევის პრევენციისთვის და რეაგირებისთვის. უმიზეზოდ დაკავება არ შეიძლება, თუმცა ოპოზიციასაც ვერ დავეთანხმები, რომ მიზეზის გარეშე ადამიანებს აპატიმრებენ. ოპოზიცია ამბობს, რომ პოლიციელები გამვლელებს მივარდნენ და აპატიმრებენ? რაც შეეხება აქციის შინაარსს, რეალურად, აქციების მიზანია არა მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა და მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გულშემატკივრობა, არამედ დესტაბილიზაციისთვის ამინდის შექმნა, რაც არის მთლიანი პრკესტრის შემადგენელი სხვადასხვა კომპონენტები, ინსტრუმენტები. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხელოვნურად უბედურების განცდა გაჩნდეს. საამისო მიზეზი არ არის, ამიტომ, ეს უსაქმური საქმე, რასაც ოპოზიცია ახლა ახორციელებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.