მიხეილ სარჯველაძე - ანა ფოტიგასთვის სააკაშვილის მონახულებაზე უარი არ არის შემთხვევა, როცა ვინმეს რამეს უმალავენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიური მონახულების რეჟიმი ამას მოწმობს
მიხეილ სარჯველაძე - ანა ფოტიგასთვის სააკაშვილის მონახულებაზე უარი არ არის შემთხვევა, როცა ვინმეს რამეს უმალავენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიური მონახულების რეჟიმი ამას მოწმობს

ანა ფოტიგასთვის სააკაშვილის მონახულებაზე უარი არ არის შემთხვევა, როცა ვინმეს რამეს უმალავენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიური მონახულების რეჟიმი ამას მოწმობს, – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ.

„ნებართვის საკითხთან დაკავშირებით ბევრი ფაქტორი მიიღება მხედველობაში, როდესაც კონკრეტული პირის დაშვებაზე მიიღება გადაწყვეტილება, მათ შორის, სხვა ნებართვების სიმრავლე და ა.შ. თუმცა, მე მგონია, აქვე უნდა ვთქვა, სააკაშვილის მონახულებასთან და ამ კუთხით ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილს პრობლემა ნამდვილად არასდროს შექმნია და მთელი ამ ხნის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი იყო თუნდაც, გაცემული ნებართვები. ვფიქრობ, ეს ერთმნიშვნელოვნად სახეზეა. ამიტომ არ მგონია, აქ ზედმეტი შეფასებების გაკეთების და ვარაუდების გამოთქმისთვის ბევრი საფუძველი არსებობდეს. არ ვიცი, უნდა გავარკვიოთ, შეიძლება სულაც რამე ტექნიკური მიზეზი არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ აქ ის შემთხვევა არ არის, როცა ვინმეს რამეს უმალავენ და ამ მიზეზის გამო უარი შეიძლება ყოფილიყო ნათქვამი. ასეთი შემთხვევა რომ ნამდვილად არ არის, ამას მოწმობს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ახლაც როგორი აქტიურია მონახულების რეჟიმიც, შეხვედრებიც და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ უპრეცედენტოდ მაღალია მონახულების მაჩვენებელი, ყველა სხვა პატიმართან შედარებით, არ მახსოვს, ამხელა შესაძლებლობები ვინმე პატიმარს ჰქონოდა, რომ ყოფილიყო მონახულებული.

ბატონი სააკაშვილის მხარის სასარგებლოდ პოლიტიკურად სრულიად მიკერძოებული ადამიანებიც კი უპრობლემოდ, დაუბრკოლებლად ახერხებენ შეხვედრებს, უპრეცედენტოდ მარტივი გზით. მე ნამდვილად არ მაეჭვებს ფაქტი. არ შეიძლება, მიზეზად განვიხილო და ეჭვად მქონდეს, რომ შეიძლება ვარაუდობდნენ, რომ ვინმეს რამე დაუმალონ და არ აჩვენონ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასტან, ჟურნალისტებმა სარჯველაძეს სთხოვეს კომენტარი მისი თანაგუნდელის, სოზარ სუბარის მოსაზრებაზე, რომ ევროპარლამენტარობა არ არის ინდულგენცია:

„მეც ვვარაუდობ – ის რომ ევროპარლამენტარია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა შეხვედრა ჩახსნა და მხოლოდ ევროპარლამენტარი შეუშვა ან მაგალითად, ევროპარლამენტარობა განაპირობებს ვინმეზე უპირატეს უფლებას შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. ეს აიხსნა და ეს ლოგიკურია, ჩემი აზრით. იგივე ამერიკელი იურისტი, რომელიც ჩამოვიდა და მოინახულა და ა.შ. ყველა დაშვებული იქნა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა. მე რომ ვვარაუდობდე, რომ იქ არ შეშვების მიზეზი იყო ვინმესთვის რამე დაემალათ, ამ შემთხვევაში, ეს იქნებოდა მართლაც შემაშფოთებელი, მაგრამ სხვა შემთხვევაში, ნამდვილად არ ვხედავ ასე საკითხს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მიიღო.