ანა ფოტიგა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მიიღო

12:10, 13.11.2021

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „ტვიტერში“ წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე უარი მიიღო.

„ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მივიღე. ვწუხვარ მთავრობის მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილი ნების ნაკლებობის გამო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჯერ კიდევ არსებობს სიტუაციის გამოსწორების შანსი. საქართველოს მთავრობა სრულადაა პასუხისმგებელი ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“, – წერს ანა ფოტიგა, რომელიც სააკაშვილის მოსანახულებლად საქართველოს გუშინ ეწვია.

მსგავსი