მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებასთან კავშირში არ არის და ეს არის ოპოზიციის ახალი მოთხოვნა
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებასთან კავშირში არ არის და ეს არის ოპოზიციის ახალი მოთხოვნა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საკონსტიტიუციო ცვლილებების პროექტი ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებასთან კავშირში არ არის და ეს არის ოპოზიციის ახალი მოთხოვნა.

როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ისევე, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტს, ოპოზიციის რადიკალური ფრთა წარმატებით იყენებდა დესტრუქციული გეგმების განსახორციელებლად.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ახლაც მათი დამოკიდებულება ასეთია – სასიკეთო ინიციატივებს დესტრუქციული სცენარების განსახორციელებლად იყენებენ.

„როდესაც ამ ყველაფერმა ისეთი სახე მიიღო, რომ ყველაფერი არა თუ პოლარიზაციის შესამცირებლად, არამედ გასაზრდელად გამოიყენება, პასუხისიმგებლიანია დამოკიდებულება, როდესაც დესტრუქციულ ოპოზიციას ამ გეგმების განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცა. რაც შეეხება რიგგარეშე სესიის სხვა დღის წესრიგით მოწვევას, ვერც ერთ ისეთ პუნქტს ვერ მიუთითებენ, რომელიც 12 პუნქტიდან შესასრულებლად მზად არის, რომ პლენარულ სხდომაზე გავიდეს. რიგგარეშე სხდომის მოთხოვნის მიზანია, პოლიტიკური პერფომანსის გამართვა და არა საქმის კეთება, სიმულაციური სურათის შექმნა, თითქოს პარლამენტში მუშაობა არ მიმდინარეობს, მაშინ როცა ჰიპერაქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რომელში ჩართვისგან ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი თავს იკავებს”, – განაცხადა სარჯველაძემ.