მიხეილ სარჯველაძე - 20 ივნისის ღამეს გადაცდომებს ადგილი ჰქონდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში რიგ საკითხებზე გადაჭარბებულ და ზედმეტად გაბუქებულ მოსაზრებებს ვისმენდით
მიხეილ სარჯველაძე - 20 ივნისის ღამეს გადაცდომებს ადგილი ჰქონდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში რიგ საკითხებზე გადაჭარბებულ და ზედმეტად გაბუქებულ მოსაზრებებს ვისმენდით

არ ვფიქრობ, რომ სადმე ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. რაც მეტი მექანიზმი იქნება გამოყენებული საიმისოდ, რომ თუ რაიმე კითხვის ნიშანი და ეჭვი არსებობს, რომ სადმე რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, პირადად მე და კომიტეტი მივესალმებით, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„სხვა საკითხია, რა გაირკვევა განხილვების შედეგად. ყველას ჩვენ ჩვენი მოსაზრებები გვაქვს. ყოველთვის მივესალმები იმ უფლების განხორციელებას, რომლის მიზანიც ჭეშმარიტების დადგენაა. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ზუსტი და მკაფიო იყოს შეფასება, რომელიც გაკეთდება და ფაქტები, რაც დადგინდება. 20 ივნისის ღამეს გადაცდომებს ადგილი ჰქონდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში რიგ საკითხებზე გადაჭარბებულ და ზედმეტად გაბუქებულ მოსაზრებებს ვისმენდით“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორი ახალი საჩივარი გაგზავნა.