მიხეილ სარჯველაძე - 12 პუნქტის შესრულებას სჭირდება არა რადიკალური გეგმები, სისხლიან რევოლუციებზე საუბარი და ქუჩაში გასვლა, არამედ მუშაობა კონკრეტულ საქმეებზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს
მიხეილ სარჯველაძე - 12 პუნქტის შესრულებას სჭირდება არა რადიკალური გეგმები, სისხლიან რევოლუციებზე საუბარი და ქუჩაში გასვლა, არამედ მუშაობა კონკრეტულ საქმეებზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს

მგონი, სათქმელი არაფერი აქვთ, რადგან ერთადერთი მიზანი აქვს ამ აქციას, რომ ის სამარცხვინო წარუმატებლობა, რომ, დაანონსებული დიდი აქციების ნაცვლად, რამდენიმე ათეულზე მეტს ვერ გასცდენენ, ახლა ცდილობენ, 9 აპრილთან საზოგადოებაში დაკავშირებული ემოციები რაღაცნაირად საკუთარ სამსახურში ჩაიყენონ, რაღაც სიმრავლით მანიპულირება მოახდინონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ აქციაზე სათქმელი არაფერი აქვთ.

„სათქმელი არაფერი აქვთ. რაც შეეხება იმას, რაც თავდაპირველი ანონსის დროს ითქვა, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას უკავშირდებოდა, ეს არის მორიგი ფარსი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რადგან 12 პუნქტის შესრულებას სჭირდება არა რადიკალური გეგმები და სისხლიან რევოლუციებზე საუბარი, ქუჩაში გასვლა, არამედ კონკრეტულ კაბინეტებში დაჯდომა და მუშაობა კონკრეტულ საქმეებზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ხელის შეშლის მეტი, სამწუხაროდ, ოპოზიციიდან ამ დრომდე არაფერი გვინახავს“, – განაცხადა სარჯველაძემ.