მიხეილ საჯველაძე - მინდა, საქართველოს და, უპირველესად, აფხაზებს მივულოცო აფხაზური ენის დღე, ჩვენთვის ძვირფასია აფხაზური კულტურა და ენა
მიხეილ საჯველაძე - მინდა, საქართველოს და, უპირველესად, აფხაზებს მივულოცო აფხაზური ენის დღე, ჩვენთვის ძვირფასია აფხაზური კულტურა და ენა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის სხდომა აფხაზურ ენაზე მისალმებით გახსნა და საქართველოს მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, საქართველოსთვის ძვირფასია აფხაზური კულტურა და ენა.

„მინდა, დღევანდელი ჩვენი კომიტეტის სხდომა დავიწყო სიტყვით – მშიბზია, რომელიც აფხაზურ ენაზე მისალმებას ნიშნავს. დღეს აფხაზური ენის დღე გახლავთ და მინდა, ყველას, მთლიანად საქართველოს და, უპირველესად, აფხაზებს მივულოცო ეს დღე. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ძვირფასია აფხაზური კულტურა და, განსაკუთრებით, აფხაზური ენა“, – განაცხადა სარჯველაძემ.