მიხეილ სააკაშვილის პოსტი, სადაც წერდა, რომ „ვარდების რევოლუცია“ იგორ ივანოვმა აკურთხა, მის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება

10:19, 25.11.2026

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოსტი, სადაც „ვარდების რევოლუციაზე“ და რუსეთის ყოფილ საგარეო მინისტრ იგორ ივანოვზე წერდა, მის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი 24 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათის შემდეგ გამოაქვეყნა.

აღნიშნულ ფეისბუქპოსტში მიხეილ სააკაშვილი წერდა: „რუსები და მათი ქართველი „შნირები“ ამბობენ, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკელების ორგანიზებული იყო, ამერიკელები გვეწინააღმდეგებოდნენ, პირველმა რევოლუცია იგორ ივანოვმა აკურთხა“.

 

მსგავსი