მიხეილ სააკაშვილის ძმამ „ნაციონალურ მოძრაობას“ 25 ათასი ლარი შესწირა
მიხეილ სააკაშვილის ძმამ „ნაციონალურ მოძრაობას“ 25 ათასი ლარი შესწირა

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 25 ათასი ლარი შესწირა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიას 21 ნოემბერს ჯერ 15 ათასი, შემდეგ კი 10 ათასი ლარი ჩაურიცხა.

„ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველებს შორის ასევე არიან ხატია დეკანოიძე (45 ათასი ლარი), გიორგი წერეთელი (10 ათასი ლარი) და შოთა მალაშხია (40 ათასი ლარი).

20-26 ნოემბრის პერიოდში პარტიას მთლიანობაში 257 ათას ლარზე მეტი შემოწირულობა აქვს მიღებული.