მიხეილ სააკაშვილი - ზელენსკის ფილმი ბევრწილად დაფუძნებულია ჩემი პრეზიდენტობის ეტაპებზე
მიხეილ სააკაშვილი - ზელენსკის ფილმი ბევრწილად დაფუძნებულია ჩემი პრეზიდენტობის ეტაპებზე

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს მიმართა, რომ დარწმუნებულია, ისიც უყურებს ფილმს „ხალხის მსახური“, რომელშიც ზელენსკი მონაწილეობს.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, როგორც სცენარისტმა უთხრა, ზელენსკის ფილმი ბევრწილად დაფუძნებულია მისი პრეზიდენტობის ეტაპებზე.

„ბატონო მოსამართლევ, მე დარწმუნებული ვარ, თქვენც უყურებთ ფილმს „ხალხის მსახური“, ზელენსკის მონაწილეობით. გუშინდელ სერიაში იყო ნათქვამი იმაზე, რომ სააკაშვილმა შეამცირა გადასახადები, 11-ჯერ გაზარდა ბიუჯეტი. გავზარდე ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტის ფლანგვას მედავებიან. ზელენსკის ფილმი დაფუძნებულია ბევრწილად, როგორც თვითონ სცენარისტმა მითხრა, ჩემი პრეზიდენტობის ეტაპებზე. წარმოიდგინეთ, რამდენიმე წელიწადში ზელენსკის რომ გადაწვდნენ და უთხრან, მერე რა, რომ შენი ქვეყანა გადაარჩინე, ის მაისური რომ გეცვა, არის ფულის გადახარჯვა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.