მიხეილ სააკაშვილი - წინასწარ ჩემს გლოვას სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება
მიხეილ სააკაშვილი - წინასწარ ჩემს გლოვას სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება

ყველას მოგმართავთ თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება მას უნდა დაეთმოს. წინასწარ ჩემს გლოვას სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელსაც რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ავრცელებს.

წერილი სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან წაიკითხა.

„მეგობრებო, მინდა, მოგმართოთ ყველას თხოვნით – ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება ამას უნდა დაეთმოს. ახლა ნიჰილიზმის დათესვა, არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით. მათ შორის უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯვა. ჩემი მხრივ, მე ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი, ცოცხალმა მოვაღწიო 30 ოქტომბრამდე და წინასწარ ჩემს გლოვას ახლა აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.