მიხეილ სააკაშვილი – სულ მალე გამოჩნდება ჩემი AI ავატარი, სწორედ ასეთი ავატარის მეშვეობით დაამარცხა ციხიდან ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოაო ბოლსონარომ მოქმედი პრეზიდენტი ლულა
ქართულმა „ოპო არხებმა“ არ ჩათვალეს საჭიროდ, „სასამართლოზე“ ჩემი გამოსვლის ვიდეოს ჩვენება უმნიშვნელოდ მიიჩნიეს, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ამას სინანულით ამბობს, რადგან სწყინს ოპოზიციური არხების რეიტინგების ვარდნა.
„ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა სხვანაირად და მხოლოდ ჩემს გვერდზე ამ გამოსვლას მილიონზე ბევრად მეტი ნახვა აქვს. მილიონ 300 ათასი, რაც ნებისმიერი ქართული არხის, ყველა ძირითად ვიდეოს ერთად აღებულის ერთთვიან მაჩვენებელს აღემატება. მე ამას სინანულით ვამბობ, ვინაიდან მწყინს არა ჩემი არჩვენება (ხალხი მაინც მნახულობს), არამედ ოპოზიციური არხების რეიტინგების ვარდნა ჩემი არჩვენების გამო და მეცოცხე ინაშვილის და ასევე ყოფილი ბობოლა „ქოცების“ გაფეტიშებით. თან სულ მალე გამოჩნდება ჩემი AI ავატარი. სწორედ ასეთი ავატარის მეშვეობით დაამარცხა ციხიდან ბრაზილიაში ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოაო ბოლსონარომ მოქმედი პრეზიდენტი ლულა და როგორც AI-ში გადავალ, სხვა არხებს, შეძლება, საერთოდ აღარ შეხედონ და რა ვიცი, იქნებ გეფიქრათ ამაზე“, – დაწერა სააკაშვილმა.