მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ბათუმში მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ბათუმში დღეს მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეოსა და ინფორმაციას, რომელიც ორგანიზაცია „არდათმოს“ გვერდმა გაავრცელა.
მიხეილ სააკაშვილი ინციდენტის ამსახველ ვიდეოს კომენტარის გარეშე ავრცელებს.
ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დღეს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.