მიხეილ სააკაშვილი - სანდრა ძალიან გამბედავი ადამიანია, ძალიან თავზეხელაღებულიც შეიძლება იყოს, უკან არ დაიხევს არაფერზე
მიხეილ სააკაშვილი - სანდრა ძალიან გამბედავი ადამიანია, ძალიან თავზეხელაღებულიც შეიძლება იყოს, უკან არ დაიხევს არაფერზე

სანდრა ძალიან გამბედავი ადამიანია და ძალიან თავზეხელაღებულიც შეიძლება იყოს, ნამდვილად უკან არ დაიხევს არაფერზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა „რუსთავი 2″-ის ეთერში ჩართვის დროს განაცხადა.

„რა თქმა უნდა, უკან დახევას არ ვაპირებთ. სანდრას თქვენ ლაითად ნუ უყურებთ. სანდრას უყურებდით, როგორ ეკავა თავი, როცა გარშემო ეგ ავადმყოფები დარბოდნენ და იქ ხალხს სცემდნენ, ფეხი არ მოუცვლია, ერთი წუთით უკან არ დაუხევია. ჰოლანდიელი და ევროპელი მხდალს არ ნიშნავს. ევროპელები საკმაოდ გაბედულები არიან. სანდრა ძალიან გამბედავი ადამიანია და ძალიან თავზეხელაღებულიც შეიძლება იყოს, ნამდვილად უკან არ დაიხევს არაფერზე”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს სამეგრელოში ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი.

დატოვე კომენტარი