მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან ერთად უკრაინის რადასთან, კარავში რჩება
მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან ერთად უკრაინის რადასთან, კარავში რჩება

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ე.წ. კარვების ქალაქში დაბრუნდა.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი კიევიდან იტყობინება, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რადასთან, ერთ-ერთ კარავში იმყოფება და საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ შეწყვიტონ ბრძოლა.

მიხეილ სააკაშვილი კვლავ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვს და ამბობს, რომ აქციები გაგრძელდება.

რაც შეეხება თავად აქციას, სააკაშვილის მომხრეები რადას შენობასთან გაშლილ კარვებში რჩებიან, თუმცა მათი რაოდენობა მცირდება.

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, მხარდამჭერებმა სპეცდანიშნულების რაზმის მანქანიდან მისი გამოყვანა მოახერხეს.