მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეკრებას გამართავს
მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეკრებას გამართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, დღეს ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეკრებას გამართავს, სახელწოდებით „ერთად სახლში“.

ორგანიზატორების ინფორმაციით, დღეს ლიეჟში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ქართველი ემიგრანტები შეიკრიბებიან.

როგორც მიხეილ სააკაშვილისა და პროექტის ოფიციალურ გვერდებზე წერია, ქალაქ ლიეჟში შეკრებილები ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებაზე იმსჯელებენ.

მიხეილ სააკაშვილის ღონისძიება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბელგიიდან იუწყება, შეკრებისთვის ბელგიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოდანაც ჩავიდნენ.

შეკრების ორგანიზატორები არიან გიორგი სიგუა და მოძრაობა „ერთად სახლში“.