მიხეილ სააკაშვილი - მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც მოხვდა პატიმრობაში, ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი
მიხეილ სააკაშვილი - მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც მოხვდა პატიმრობაში, ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი

მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც მოხვდა პატიმრობაში, ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მთელი მსოფლიო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ იმის მაგივრად, საქართველოს განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა, სასამართლო დარბაზში შუშის მიღმა მყოფს უწევს მოსახლეობისთვის მიმართვა.

„ახლა ამ ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ ეს შენობა ავაშენე, ეს დროშა დავკიდე, გერბი შევქმენი, ჰიმნი ჩამოვაყალიბე და, რაც მთავარია, შევქმენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოს არ ჰქონდა ასწლეულები, მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, 400 წლის წინ მოხდა ეს ამბავი, რომელიც მოხვდა პატიმრობაში? ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი ყველასი, ვინც ამაში მონაწილეობს. ეს არის ყველაზე დიდი დამცირება, რაც ჩვენ მოგვიწყვეს. მე არ მჯერა, რომ ესენი ქართველები არიან. ეს არის კლასიკური რუსული კომბინაცია. მთელი მსოფლიო არის გაოგნებული, რომ მე ამ შუშის იქიდან უნდა მოგმართავდეთ, იმის მაგივრად, რომ შემეძლოს ჩემს აშენებულ ქვეყანაში თქვენთან ერთად სიარული და თქვენთან ერთად მისი შემდგომი განვითარება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.