მიხეილ სააკაშვილი - ხომ არ სჯობს, დაგმოთ წამება, წამება არა მესამე პრეზიდენტის, არამედ საქართველოს პატრიოტის, თუნდაც უკრაინის მოქალაქის, მაგრამ მაინც ქართველის
მიხეილ სააკაშვილი - ხომ არ სჯობს, დაგმოთ წამება, წამება არა მესამე პრეზიდენტის, არამედ საქართველოს პატრიოტის, თუნდაც უკრაინის მოქალაქის, მაგრამ მაინც ქართველის

მთავარი მე ვარ წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მძიმე ფორმაში მსხვერპლი, პირადად ივანიშვილის მიერ დაკვეთილი წამების, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, იგი იარის პუტინის პირადი ტყვე.

მასამართლებენ პოლიტიკური და სამარცხვინო ბრალდებით, როგორც პიჯაკების ქურდს, ან თუნდაც როგორც რომელიღაც სამედიცინო პროცედურის ჩატარებისთვის, ამ ფორმატში როგორ წარმოგიდგენიათ. ვიდრე მე აქ ვარ ჩემივე სამშობლოში პუტინის და მისი შნირი ივანიშვილის პირადი ტყვე, ვარ პუტინის მძევალი, რეალურად ტყვე, მე ხომ არა ვარ პატიმარი. როგორ არის შესაძლებელი ჩემ მიერ საკუთარი სიმართლის დაცვა ან თქვენი პოზიციების გაზიარება? მეგობრებო, მე ვარ წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მძიმე ფორმაში მსხვერპლი, პირადად ივანიშვილის მიერ დაკვეთილი წამების, რომელიც არამხოლოდ ჩემს წინააღმდეგ, სწორად თქვა მაშინ ინგა გრიგოლიამ, მე ვგრნობდიო რომ ესო ჩვენ გაგვიკეთესო, ჩვენ, თითოეულსო, თავიდანვე მიხვდა, ვიდრე კადრები გამოვიდოდა, ყველაფერი უცებ მიხვდა როგორც კი, იმათ თქვეს, რომ მე ვიღაცები ვცემე. ხომ არ ჯობია, ჯერ თქვენ დამიჭიროთ მხარი და გაბედულად თქვათ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე თუ არადა, რავიცი. მთელი ეს პროცესი არის ფარსი და ქვეყნის ისტორიული სირცხვილი, ხომ არ ჯობია, რომ ჯერ თქვენ მოითხოვოთ მძველობიდან ჩემი გამოხსნა და ჩემი თავისუფლება, ვიდრე ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგენის შესაძლებლობა მექნება, ამას ნამდვილად არ დაგამადლით, გავაკეთებ დიდი სიამოვნებით. ხომ არ ჯობია, რომ ჯერ თქვენ, მიუხედავად ჩემდამი თქვენი დამოკიდებულებისა, მესმის, რომ ყველას სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს. არა მიხეილ სააკაშვილი დაიცვათ, არ მიყვარს მესამე პირში ლაპარაკი, მაგრამ ნუ ასეა, არა მიხეილ სააკაშვილი დაიცვათ, თქვენი პოზიციებით, არამედ დაგმოთ წამება, წამება არა მესამე პრეზიდენტის, არამედ საქართველოს პატრიოტის, ადამიანის უბრალოდ, ქართველის, თქვენი თანამემამულის, რიგითი ქართველის, თუნდაც უკრაინის მოქალაქის, მაგრამ მაინც ქართველის ხომ? არც ჭკუას გარიგებთ, არც გამუნათებთ, არც რამეს მოვითხოვ, მაგრამ ჩემი აზრით, სამართლიანი და კეთილსინდისიერი იქნება, თუ ჯერ თქვენ დაიწყებთ ყველაფერ ამაზე ხმამაღლა საუბარს და ჩემს პასუხებს, სიმართლეს აღიარებენ. თუ ერთად დაველოდებით ჩემს ბოდიშებს ჩემს გათავისუფლებამდე, ჩემს გამოხსნაზე მძევლობიდან, ჩემს სრულ რეაბილიტაციამდე, სრულფასოვან შესაძლებლობამდე ამ შუშიდან კი არ გისმინოთ და გელაპარაკოთ, არამედ დაგიჯდეთ გვერდზე, ჩაგხედოთ თვალებში, მოგისმინოთ, გავიზიარო თქვენი არგუმენტები, გადაგარწმუნოთ ან ვაღიარო, რომ მართლები ხართ და ალბათ ბევრ რაღაცაში მართლები ხართ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.