მიხეილ სააკაშვილი - გახსოვთ, როგორ მოვატანინეთ ფული ჯოხთაბერიძეს, აკაკი ჩხაიძეს, გზების უფროსს იუზას, ისე მოვატანინებთ ივანიშვილს
მიხეილ სააკაშვილი - გახსოვთ, როგორ მოვატანინეთ ფული ჯოხთაბერიძეს, აკაკი ჩხაიძეს, გზების უფროსს იუზას, ისე მოვატანინებთ ივანიშვილს

ივანიშვილი ხომ გპირდებათ, რომ მილიარდნახევარ ლარს მოვიტანო, ხომ იცით, რომ გატყუებთ. მე კიდევ გარანტიას გაძლევთ, რომ ივანიშვილი მოგიტანთ მილიარდნახევარ ლარს, ისე მოვატანინებთ, როგორც დაგიბარებიათ, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის ინიციატივას, რომლის მიხედვით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება.

„ივანიშვილი ხომ გპირდებათ, რომ მილიარდნახევარ ლარს მოვიტანო, თქვენ ხომ იცით, რომ გატყუებთ. მე კიდევ გარანტიას გაძლევთ, რომ ივანიშვილი მოგიტანთ მილიარდნახევარ ლარს. ისე მოვატანინებთ, როგორც დაგიბარებიათ. ნამდვილად არ მივცემ საშუალებას ივანიშვილს, ჩვენი გამარჯვების პირობებში, გია ვაშაძის გამარჯვების პირობებში, რომ ეს ფული შეიტყაპუნოს…  როგორც კი გია ვაშაძე მოიგებს, მე გაძლევთ გარანტიას, რომ მაქსიმუმ ორ კვირაში ეს კაცი მოიტანს… მე არასდროს მომიტყუებიხართ, გახსოვთ, როგორ მოვატანინეთ ჯოხთაბერიძეს, აკაკი ჩხაიძეს, გზების უფროსს იუზას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.