მიხეილ სააკაშვილი - ჩემს რჩევებს სიამოვნებით გავუზიარებ საქართველოს გარდამავალ კოალიციურ ხელისუფლებას, როგორც ვუზიარებდი უკრაინის, ალბანეთის, შუა აზიის მთავრობებს
მიხეილ სააკაშვილი - ჩემს რჩევებს სიამოვნებით გავუზიარებ საქართველოს გარდამავალ კოალიციურ ხელისუფლებას, როგორც ვუზიარებდი უკრაინის, ალბანეთის, შუა აზიის მთავრობებს

ვინმეს თუ დასჭირდება ჩემი რჩევა და გამოცდილება, სიამოვნებით გავუზიარებ გარდამავალ კოალიციურ საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ვუზიარებდი მთელი ეს წლები უკრაინის, ალბანეთის, შუა აზიის მთავრობებს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ორბელიანების სასახლესთან გამართულ აქციაზე წაიკითხეს.

როგორც წერილშია აღნიშნული, დღეს ძალიან ნიჭიერი და გენიალური ადამიანები შეიკრიბნენ ორბელიანის სასახლესთან.

„უნდა მოვიდეს ლიდერების სრულიად ახალი თაობა. მე დავკავდები ინვესტიციების მოზიდვით ლაზიკაში და განათლებაში. დღეს ძალიან ბევრი ნიჭიერი და გენიალური ადამიანი შეიკრიბა ორბელიანის სასახლესთან. თქვენი მაგალითი მნიშვნელოვანია და მერწმუნეთ, თოვლის გუნდის ეფექტით სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი შემოგიერთდებათ, რადგან თქვენ გამოძრავებთ კეთილშობილური მოტივები, ქვეყნის სიყვარული, ღირსება, სიამაყე და თქვენ მტრის მიერ ჩართული ქართველი ერისა და მისი სახელმწიფოს საქმეებში აუცილებლად გაიმარჯვებთ. ვფიქრობ, წამზომი ჩართულია და ბევრი დრო არ გრჩებათ“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.