მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული იკითხება

13:31, 21.01.2020

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ბ. იკითხება.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.​ პროცესის დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. პროკურორის განმარტებით მოწმეს მოუწევს არასრულწლოვან მოწმეებზე და პერსონალურ მონაცემებზე საუბარი. შუამდგომლობას დაეთანხმა მჯავრდებული გ.ბ.-ც.

მიხეილ კალანდიას ადვოკატი სხდომის დახურვის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატის განცხადებით, პროცესის დახურვა მსჯავრდებულთან წინასწარ შეთანხმებული იყო.

დღევანდელ პროცესზე ასევე დაიკითხა მსჯავრდებული გ.ჯ.-ს მამა ლევან ჯანაშია. მოწმე შემთხვევის შესახებ მისთვის ცნობილ დეტალებზე ისაუბრა.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

მსგავსი