მიხეილ ჯანელიძე - საელჩოებისთვის შენობების შეძენაზე ფინანსთა სამინსიტროსთან მუშაობა გრძელდება
მიხეილ ჯანელიძე - საელჩოებისთვის შენობების შეძენაზე ფინანსთა სამინსიტროსთან მუშაობა გრძელდება

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საგარეო უწყება სხვადასხვა ქვეყანაში საელჩოებისთვის შენობების შეძენის მიზნით, ფინანსთა სამინისტროსთან მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი დაინტერესდა, საქართველოს მთავრობა უცხო ქვენებში როდის შეიძენს საელჩოებს, სადაც დიასპორებს კონფერენციების ჩატარების საშუალება ექნებათ.

მინისტრის თქმით, ხელისუფლების მიზანია, საელჩოების შეძენა იმ დედაქალაქებში მოხდეს, რომელიც საქართველოსთვის პრიორიტეტულია.

ჯანელიძის განცხადებით, მსჯელობა მიდის იმაზე, ქვეყნისთვის რომელი უფრო სარგებლიანია, საელჩოსთვის შენობის შეძენა თუ ქირით უზრუნველყოფა.

როგორც მინისტრი ამბობს, საგარეო უწყება უძრავი ქონების საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობს და ცდილობს, ისეთი უძრავი ქონება აღმოაჩინოს, რაც ბიუჯეტისთვის სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილება იქნება.

გარდა ამისა, ჯანელიძემ აღნიშნა, რომ კომერციული წარმომადგენლობის გაკეთება იგეგმება ხალხმრავალ ქუჩებზე, სადაც საქართველოს წარმოჩენა მოხდება და მოქალაქეები ქვეყნის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.

მინისტრი აცხადებს, რომ თითოეულ სელჩოში დიასპორებისთვის საინფორმაციო კუთხე მოეწყობა.