მიხეილ დაუშვილი - შინაარსს ვერ ვხედავ, რაზე შეიძლება, გავიაროთ კონსულტაციები, იუსტიციის საბჭოს წევრობის მხოლოდ ოთხი კანდიდატია დარჩენილი, რომელთაგან ჩვენთვის არცერთი მისაღები არ არის
მიხეილ დაუშვილი - შინაარსს ვერ ვხედავ, რაზე შეიძლება, გავიაროთ კონსულტაციები, იუსტიციის საბჭოს წევრობის მხოლოდ ოთხი კანდიდატია დარჩენილი, რომელთაგან ჩვენთვის არცერთი მისაღები არ არის

შინაარსს ვერ ვხედავ, რაზე შეიძლება, ვისაუბროთ და გავიაროთ კონსულტაციები. მხოლოდ ოთხი კანდიდატია დარჩენილი, რომელთაგან ჩვენთვის არცერთი მისაღები არ არის და ვერც იქნება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისგან“ არ ჩანს მზადყოფნა, რომ ისინი რეალურად დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ კანდიდატს შეარჩევენ.

„ქართულმა ოცნებამ“ რაც გააკეთა ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად“, აბსოლუტურად მიუღებელი იყო. რა პროცესიც არის დარჩენილი, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციის გამართვას შინაარსი არ აქვს. არც ადრე ჩანდა მზადყოფნა, მაგრამ ახლა უკვე ფაქტია, „ქართული ოცნებისგან“ არ ჩანს მზადყოფნა, რომ ისინი შეარჩევენ და მხარს დაუჭერენ რელურად დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ კანდიდატს. მაქსიმუმ, რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს ხელახალი კონკურსია, მაგრამ ცალკე საკითხია, რამდენად აქვს ამასაც შინაარსი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ხუთიდან სამი წევრი, ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი, რეალურად, გავლენის ჯგუფების წარმომადგენლები უკვე აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. კონსულტაციებისთვის მისვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.