მიხეილ დაუშვილი - სერიოზულად მეკითხებით, დავით კეზერაშვილი გვაფინანსებს თუ არა? სისულელეა, ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს
მიხეილ დაუშვილი - სერიოზულად მეკითხებით, დავით კეზერაშვილი გვაფინანსებს თუ არა? სისულელეა, ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს

სერიოზულად მეკითხებით, დავით კეზერაშვილი გვაფინანსებს თუ არა? ეს სისულელეა. ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

„საინტერესოა, გუშინდელი ინტერვიუ რას ემსახურებოდა, რადგან უფრო მეტი კითხვა გაჩნდა, ვიდრე საზოგადოებამ რაიმეზე პასუხი გაიგო. პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს და მიუღებელია ჩრდილიდან გაურკვეველი წარმომავლობის ფულით პროცესების მართვა და კეთება. ამას უნდა ვებრძოლოთ როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში. ორივე მხარეს მიუღებელია. ვინც პოლიტიკაში ღიად ჩაერთვება, ეს ყველას უფლებაა. პროცესების არაფორმალურად მართვა ყველა მხარეს მიუღებელია – როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის“, – განაცხადა დაუშვილმა.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება“.